დიზაინ-აზროვნების
სახელმძღვანელო
ეს სახელმძღვანელო ოთხი უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგია, რომლებმაც რამდენიმე წელი დაუთმეს დიზაინ-აზროვნების პოტენციური გამოყენების შესწავლასა და ტესტირებას უმაღლეს განათლებაში. აღწერილი მეთოდები და პროცედურები შემოწმდა სხვადასხვა დისციპლინის მრავალ მოდულში. მათი გამოყენება შესაძლებელია სემინარებზე, ვორქშოფებსა თუ პრაქტიკულ მეცადინეობებზე.
ხელმძღვანელი განკუთვნილია ყველა მასწავლებლისთვის, ვინც თვლის, რომ მისი სწავლების პროცესი შეიძლება უფრო ინტერაქტიული, კრეატიული და შინაარსიანი იყოს — მიუხედავად იმისა, თუ რომელ საგანს ასწავლის ან რომელ ფაკულტეტზე მუშაობს. რადგან, მიუხედავად მისი სახელისა, დიზაინ-აზროვნება მხოლოდ დიზაინერებისთვის არ არის. ეს მუშაობის ისეთი მეთოდია, რომელსაც თქვენი სწავლების პროცესისთვისაც შეუძლია ახალი სტიმულის შეტანა.





