-
-
-
-
-
ემპათიის რუკა სწავლების ინოვაციური მოდელის შემქნელებს/დიზაინერებს საშუალებას აძლევს, რომ აღიქვან არა მხოლოდ ფუნქციური ასპექტები, არამედ ემოციები, რომლებიც მოიცავს მომხმარებლის ინტერაქციას და ასევე საშუალებას აძლევს რომ მიიღონ ახალი და ინოვაციური გადაწყვეტილებები. ეს რუკები აჩვენებს მომხმარებლის ინტერაქციას, საჭიროებებს, სურვილებს, მიზნებს, ემოციურ მდგომარეობას და ასევე, გარემოს სადაც ისინი არიან. ამ მეთოდის მიზანია რომ სიღრმისეულად შევიცნოთ პოტენციური მომხმარებელი. ემპათიის რუკას, ძირითადად ვიყენებთ შემდეგ ფაზებში -” გაგება, დაკვირვება,საკითხის განსაზღვრა და დატესტვა”. ემპათიის რუკა გვეხმარება, რომ უკეთ ვისწავლოთ მომხმარებლის პერსპექტივები და შევძლოთ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.
მეთოდის განხორციელების ნაბიჯები
- თეთრი ფურცელის შუაში, დახატეთ კონკრეტული პერსონაჟები (მომხმარებლების პერსონაჟი) ვისზეც უნდა შეაგროვოთ ინფორმაცია.
- გაყავით ფურცელი 4 ან 6 სექციად:
- რას ხედავს მონაწილე
- რა ესმით
- რას ამბობენ და აკეთებენ
- რას ფიქრობენ და გრძნობენ
- მონაწილის პრობლემები
- მონაწილის საჭიროებები
- შექმნილი რუკა უნდა გაანილზდეს, რომ იდენტიფიცირება მოხდეს მთელი გუნდისა და დაინტერესებული პირების ძირითადი მიგნებების.
გასათვალისწინებელი დეტალები
- ნიმუში დაყოფილი შეიძლება იყოს ოთხ ძირითად სექციად, ან შეიძლება დამატებული იყოს სექციებით როგორიც არის საჭიროებები და პრობლემები, დამოკიდებულია მიზანზე.
- ემპათიის რუკის შექმნის დროს საერთო გავლენის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია დისკუსიები არ გავმართოთ ჩანაწერების გაზიარების დროს.
- იმ შემთხვევაში თუ ძალიან განსხვავებული ინფორმაცია მოვიპოვეთ რომელიმე კვადრატში, გუნდმა ერთობლივად უნდა გამოიკვლიოს მიზეზი. პირველ რიგში აუცილებელია, განისაზღვროს ეს უბრალოდ გაუგებრობის გამო მოხდა თუ გუნდის წევრების განსხვავებულ ვარაუდებზე დაგყრდნობით შეიქმნა განსხვავებული შეხედულებები.
შესაძლო გამოყენება
- მომხმარებელთა სერვისი
- მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება
შაბლონი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან: EMPATHY MAP