ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა (HCA) არის აზროვნების ტიპი, რომელიც ფოკუსირებულია ინოვაციური გადაწყვეტლებების შემუშავებაზე, რაც პირდაპირ მიმართულია ადამიანის საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილებაზე. ეს მიდგომა მოიცავს პროდუქტების, სერვისების, სივრცეების, ორგანიზაციებისა და ინტერაქციული რეჟიმების განვითარებას კონკრეტულად იმ პირებზე ფოკუსირებით, ვისგანაც სურთ დადებითი უკუკავშირის/სარგებელის მიღება..
HCA-ს მთავარი მიზანია სწავლების ინოვაციური მეთოდების პროცესში მყოფი ადამიანების საჭიროებების, მისწრაფებებისა და ქცევების დაპრიორიტეტება და გაგება. პროცესი იწყება ადამიანების სურვილების ღრმა შესწავლით და მიზნად ისახავს, გულწრფელ მოსმენას და მათი სურვილებისა და საჭიროებების გააზრებას.
სწავლების ინოვაციური მეთოდების გზაზე, ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა გვინარჩუნებს სასურველ მოცემულობაში ყოფნას, რაც თანდათანობით ზრდის მიზანშეწონილ და სიცოცხლისუნარიან მოსაზრებებს. ეს პროცესი ამყარებს აზრს, რომ გადაწყვეტილებები არა მხოლოდ სასურველია, არამედ პრაქტიკული და მდგრადიც. ადამიანზე ორიენტირებული ინოვაციური მეთოდების შემქმნელები გამოირჩევიან პროცესის გამეორებით. ისინი აფასებენ წარუმატებლობას როგორც ინოვაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს და ინარჩუნებენ სრულ ოპტიმიზმსა და ცნობისმოყვარეობას. ეს ადამიანები ატარებენ ექსპერიმენტებს, სწავლობენ და ადაპტირდებიან გარემოსთან, სწორედ ამიტომ ისინი იღებენ სრულ თანადგომას დამკვეთებისგან.
მოცემული მიდგომა ხელს უწყობს შთაგონებით და რწმენით გამოსავლის ძიებას და ერთობლივი ძალისხმევით და სწორი კითხვების გაჟღერებით. იდეების ხორცშესხმით და ტესტირებით პროცესი ხდება უფრო მეტად შემოქმედებითი და ინოვაციური. ხოლო პროცესის კულმინაცია ყოველთვის არის გადაწყვეტილებები რომლებიც დასაწყისში წარმოუდგენელი იყო.
HCA-ს მიმღა არსებული ფილოსოფია მოიცავს დამოკიდებულების შვიდი ჯგუფის გამოყოფას, რომლებიც განასხვავებენ ადამიანზე ორიენტირებულ სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. ესენია: თანაგრძნობა, ოპტიმიზმი, გამეორება, კრეატიული თვითრწმენა, შექმნა, გაურკვეველი სიტუაციის მიღება და წარუმატებლობისგან. ეს პრინციპები არა მხოლოდ წარმართავს სწავლების ინოვაციური მეთოდების პროცესს, არამედ შთააგონებს ინოვაციური აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის კულტურას, რომელიც ადამიანის საჭიროებებს აყენებს უპირველეს პოზიციაზე.
IDEO ასახავს ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის პროცესს რომელიც იშლება 6 ფაზად
დაკვირვება გულისხმობს მიზნობრივად შერჩეული მომხმარებლებისადმი თანაგრძნობის ჩამოყალიბებას მათ ქცევებზე დაკვირებით და მტკივნეული წერტილების იდენტიფიცირებით.
იდეაცია არის ფაზა, როდესაც გუნდები აფასებენ იდეებს, აზრებს და აღიარებენ რომ ერთი შეხედვით ცუდ იდეებსაც კი შეუძლიათ ღირებული შეხედულებების შექმნა.
სწრაფი პროტოტიპირება გულისხმობს გადაწყვეტილებების ვიზუალიზაციისთვის მარტივი პროტოტიპების შექმნას,რაც მაღალი სანდოობის გარეშე გულისხმობს ადრეულ გამოხმაურებას
- მომხმარებელთა უკუკავშირი უმნიშვნელოვანესია პროტოტიპების რეალურ პროცესში დატესტვის დროს. სწორედ პროცესის დაკვირვების შედეგად გროვდება საჭირო ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანი დეტალები.
პროცესების გამეორების დროს გამოიყენება ეს უკუკავშირი რათა დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს დიზაინი.
იმპლემენტაცია გულისხმობს ფაზას, სადაც სწავლების ინოვაციური მეთოდები შესრულების პროცესშია და სწავლა და გაუმჯობესება წარმატების მდგრადი გასაღებია.




